ორ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა გამარჯვება მოიპოვეს

ორ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა გამარჯვება მოიპოვეს. ესპანეთსა და საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას ბათუმელი კარატისტებიც იღებდნენ. კონტაქტურ კარატეში მოასპარეზეებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ისინი ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. წარმატებულ სპორტსმენებზე სიუჟეტი თეო ფუტკარაძემ მოამზადა.

ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები, კონტაქტურ კარატეში, ბათუმელ სპორტსმენებს შეხვდათ. ტურნირი,  ესპანეთსა და საფრანგეთში ღია ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა. საპრიზო ადგილები, აჭარის ნაკრების ტიტულოვანმა სპორტსმენებმა - დავით მსხალაძემ, მინდია მგელაძემ, დათა ფუტკარაძემ და ლაშა შანთაძემ დაიკავეს. მიღწეული წარმატების შედეგად, დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები,  რომელიც მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს.

საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - "FRENCH OPEN 2023", წარმატებით იასპარეზეს  ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენებმა და სხვადასხვა წონით კატეგორიაში, მათ სახელზე, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. რაც შეეხება ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირს, აჭარელი სპორტსმენების ანგარიშზე სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

სპორტსმენების შეფასებით, ამგვარი ტურნირები კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მათთვის  მარცხიც და  გამარჯვებაც, ერთგვარი, გამოცდილებაა. გულმოდგინედ ემზადებიან მთავარი შეჯიბრისთვის. სპორტის სასახლეში ინტენსიურად ვარჯიშობენ იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვონ და  საერთაშორისო არენაზე,  საქართველოს ჰიმნი ააჟღერონ.

ბათუმელი სპორტსმენები კონტაქტურ კარატეში  ევროპის ჩემპიონატზე, შვედეთის ქალაქ, გიეტერბორგს  ესტუმრებიან. ფინალური შეხვედრები, 31 მარტიდან  პირველი აპრილის ჩათვლით გაიმართება.

მეტის ნახვა