ახალი ამბები • 1756410394
პეკინის ზამთრის ოლიმპიადა დაიხურა
სპორტი
1645424693

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა 2022 წლის ოლიმპიური თამაშები დახურულად გამოაცხადა.
დახურვის ცერემონია პეკინის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა.
წელს, ოლიმპიადაზე მედლების 109 კომპლექტი გათამაშდა. პროგრამაში შედიოდა სპორტის შვიდი სახეობა, რომელიც 15 დისციპლინას აერთიანებდა.
წლევანდელ ოლიმპიადაზე მედლების სატურნირო ცხრილში ნორვეგიის ნაკრები ლიდერობს - 16 ოქროს, 8 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლით.
მეორე ადგილზეა გერმანია - 12 ოქროს, 10 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით.
მესამე ადგილზე ჩინეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც 9 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 4 თებერვალს გაიხსნა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა