ქვიშის ფეხბურთი

ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგა და ბათუმის საერთაშორისო თასი 2024 იმართება. თამაშები 17 ივლისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება. ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობს.  A ჯგუფის სამი გუნდი  - საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებენ. ხოლო B ჯგუფის გუნდები - უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლიბანი - საერთაშორისო სარეიტინგო ფარგლებში იასპარეზებენ. ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გააგრძელებენ ასპარეზობას. გამოვლინდება ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებული. 

მეტის ნახვა