ახალი ამბები • 1738862801
რა თანხას მიიღებს საქართველო ევრო 2024-ში მონაწილეობისთვის

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი 4:2 დაამარცხა და ევრო-2024-ის საგზური მოიპოვა. ნაკრები ჩემპიონატზე თამაშისთვის უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს. სწორედ ეს თანხა აქვს ორგანიზაციას გამოყოფილი თითოეული ნაკრებისთვის.
ამასთან, უეფა-ს ცნობით, ფეხბურთის 24 გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, 331 მილიონ ევროს გადაუხდის. ამასთან, უეფა 2,4 მლრდ ევროს კომერციულ მოგებას ელის.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიდან, ყველა იმ ნაკრების ეროვნული ფედერაციები, რომელიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშს მოიგებს, უეფასგან მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს მიიღებს.
კლუბები უეფასგან მიიღებენ დამატებით 240 მილიონ ევროს საკუთარი მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებებისთვის გამოთავისუფლების გამოც.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

1738829541

1728455482

1727447820