საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები რუსეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრას გამართავს

რაგბი

საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები რუსეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.

მორაგბეების ნაწილი ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება რაგბის კავშირმა მიიღო, რასაც არ ეთანხმებიან.

ქართველი მორაგბეების თქმით, რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრა შეიძლება მათთვის ერთგვარ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვადაც ჩაითვალოს, რადგან საქართველო, უკვე, 17 წელია თამაშების მოგებას უწყვეტად ახერხებს.  

„ფაქტია, რომ კავშირი ეპატიჟება. უკვე გავრცელდა მოწვევა. 2021 წელს მოიწვიეს ლიეტუვა, არ დახვდნენ, თქვეს არ მოგვიწევიაო, არ უმასპინძლეს, არ ეთამაშნენ, არ გააცილეს, მერე თავხედები ეძახა კავშირის მენეჯმენტმა და დღეს ვხედავთ ჩამოდის რუსეთი, რომელსაც იწვევენ, ერთ ბაზაზე გაივლიან შეკრებას, ერთად იცხოვრებენ, ერთად შეჭამენ, ერთად ივარჯიშებენ, ითამაშებენ.

ვერ ვხვდები რას ნიშნავს ეს, რატომ კეთდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვიცით, რომ რუსებს ჩვენთან ჰქონდათ ფსიქოლოგიური ბარიერი - 17 წელია ვერ გვიგებენ. ახლა ისე დავუმეგობრდით ერთად გავდივართ წვრთნებს, აგერ პემზამ ჩვენ ბაზაზე აწყობილ გუნდს მოუგო. ცოტა ხანში რუსეთს ვეთამაშებით კიდე ვ2 თამაშს და ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახული ექნებათ და არაა გამორიცხული, რომ მოგვიგონ და დამთავრდება ჩვენი მოგებების სერია.

ვერ ვხვდები რატომ კეთდება ეს, როცა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარ ქვეყანას ასე ცუდად ვექცევით და ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით და ვმასპინძლობთ“, - აცხადებს სიმონ მაისურაძე, ვეტერანი მორაგბე

მეტის ნახვა