ახალი ამბები • 1756410394
საქართველოში, ფეხბურთით დაინტერესებული 5-8 წლის გოგოებისთვის უეფასა და დისნეის ერთობლივი პროექტი იწყება
სპორტი
1650373735

საქართველოში, „ფლეიმეიქერსი“ იწყება, რომელიც უეფასა და დისნეის ერთობლივი პროექტია და ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ადგილს მოიცავს.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, ვარჯიშები დისნიეს ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და სახალისო აქტივობების დახმარებით, 5-8 წლამდე გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად. ვარჯიშში ჩართვა ბავშვებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.
„ფლეიმეიქერსის“ საქართველოში განსახორციელებლად მწვრთნელების სპეციალური პროგრამით გადამზადებას, სპორტული ეკიპირებასა ელექტრონული სახელმძღვანელოებს უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
პროექტის შესახებ მეტი გაიგეთ ამ ბმულზე.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა