ახალი ამბები • 1756410394
უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩზე ქართველები იმსაჯებენ
სპორტი
1638958805

9 დეკემბერს უეფა-ს ევროპის კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართება. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი „პარტიზანი“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ფამაგუსტის „ანორთოსისს“ უმასპინძლებს.
უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან, - ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი დავით ხარიტონაშვილია.
ქართულმა სამსაჯო ბრიგადამ უეფას ევროპის კონფერენციის ლიგაზე მეხუთე ტურის მატჩზეც იმუშავა. 25 ნოემბერს გოგა კიკაჩეიშვილმა, დავით გაბისონიამ, გიორგი ელიაკშვილმა და ირაკლი კვირიკაშვილმა, ალმათში „კაირათისა“ და „ბაზელის“ მატჩი განსაჯეს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა