ახალი ამბები • 1756410394
ვარჯიში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა
სპორტი
1644643703

2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მყოფი ქართველი მოციგავე, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათითი ადრე, სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა.
უისტლერის ტრასაზე მოძრავმა ქუმარიტაშვილმა მოსახვევში მართვა დაკარგა, ბარიერზე შეჯახების შემდეგ კი, ციგიდან გადმოვარდნილი, ტრასის მიღმა კონსტრუქციას შეეჯახა.
21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს. ქუჩას კი, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც თამაშებისას დაიღუპა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა