6 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ წიწაკა

წიწაკა

წიწაკა ხშირად უნდა ჩართონ რაციონში მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, დერმატიტი, სუსტი იმუნიტეტი, ანემია, უძილობა აწუხებს.

გიზიარებთ მის სასარგებლო თვისებებს:

1. წიწაკა არეგულირებს კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს თრომბოზების რისკს, აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობას რადიაციის მიმართ.

2. ტკბილი წითელი წიწაკა ასთმისა და ბრონქიტის დროს, აუმჯობესებს სუნთქვას.

3. წიწაკა აუმჯობესებს მეხსიერებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ებრძვის სტრესს.

4. გინდათ იყოთ ლამაზი? მიირთვით წიწაკა. მისი მოხმარება დადებითად აისახება კბილებზე, კანზე, ფრჩხილებზე და მხედველობაზე.

5. წიწაკის მოხმარება ოსტეოპოროზის რისკებს ამცირებს გვიან ასაკში.

6. ამბობენ, სახლი, რომლის ფანჯრის რაფაზეც წიტელი წიწაკა იზრდება, სიყვარულს იზიდავს.

 

წყარო: gemrielia.ge 

მეტის ნახვა