დაბალი ქალი და მაღალი კაცი, ისტორიულად, ყველაზე ბედნიერი წყვილია - კვლევა

წყვილი

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩატარდა, დაბალი ქალები და მაღალი კაცები ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. რა თქმა უნდა, სიმაღლე ყველაფერი არ არის. წყვილის ბედნიერებისთვის ფიზიკურ მიზიდულობაზე მეტია საჭირო. მაგალითად, ღია კომუნიკაცია, მოთმინება, ურთიერთგაგება და ნდობა. თუმცა, ეს ელემენტები მოგვიანებით, ურთიერთობის პროცესში ხდება მნიშვნელოვანი.

მართალია, როდესაც ადამიანები პირველად ხვდებიან ერთმანეთს, ისინი მყისიერად აფასებენ ერთმანეთის გარეგნობას. ფიზიკური მიზიდულობა დიდ როლს თამაშობს ურთიერთობის საწყის ეტაპზე. თუ ქალი და კაცი, თავიდანვე არ გრძნობენ ამ ნაპერწკალს, ურთიერთობა უბრალოდ არ ვითარდება.

ამასთან, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დაბალი ქალები ყველაზე დიდ ბედნიერებას მაღალ კაცებთან გრძნობენ. და რაც უფრო დიდია განსხვავება, მით უკეთესი. აღსანიშნავია, რომ ევოლუციური ფაქტორები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქალის გადაწყვეტილებაში, აირჩიონ მაღალი მეწყვილე.

რატომ არის სიმაღლე ასე მნიშვნელოვანი?

კვლევისთვის მეცნიერებმა 7 850 წყვილის მონაცემები შეისწავლეს. დასკვნის თანახმად, დაბალი ქალი ყველაზე ბედნიერი მაღალ კაცთანაა. თანაც, რაც უფრო დიდია სიმაღლის სხვაობა, მით უფრო კმაყოფილია ქალი ურთიერთობაში. აღსანიშნავია, რომ თაფლობის თვის ეს ეტაპი დროთა განმავლობაში ქრება.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ქორწინებიდან 18 წლის შემდეგ, კაცის სიმაღლე ქალის ბედნიერებაზე გავლენას აღარ ახდენს. ამ დროისთვის, ქალის ბედნიერებას სხვა ფაქტორები ქმნიან.

„ის ფაქტი, რომ ურთიერთობის საწყის ეტაპზე, მამაკაცის სიმაღლე ძლიერ გავლენას ქალის ფსიქოლოგიაზე, სავარაუდოდ ევოლუციით არის განპირობებული“.

ისტორიულად, დაბალი ქალები ყოველთვის მაღალ მამაკაცებს ირჩევდნენ

თანამედროვე დროშიც კი, ევოლუცია კვლავ დიდ როლს თამაშობს პარტნიორების არჩევის საკითხში. დაბალი ქალები უპირატესობას ანიჭებენ მაღალ კაცებს, რადგან სიმაღლე უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის გრძნობებთანაა დაკავშირებული. მაღალი კაცი აღიქმება როგორც დომინანტური ხასიათის პარტნიორი, რაც მას ქალისთვის მიმზიდველ მეწყვილედ აქცევს. ამის მიზეზი ისაა, რომ ევოლუციურად, ქალისთვის მნიშვნელოვანი იყო ოჯახის დაცვა მტაცებლებისგან, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ის ძლიერ კაცს აირჩევდა.

დღეს, სიმაღლე დაკავშირებულია წარმატებასთან. SSRN-ზე გამოქვეყნებულმა კვლევის მიხედვით, რეკრუტერები მაღალ კაცებს უფრო სანდო და რესპექტაბელურ კანდიდატად თვლიან.

ქალისთვის უფრო მიმზიდველია ფინანსურად უზრუნველყოფილი კაცი, ამის მიზეზი, კვლავ უსაფრთხოების განცდაა. ქვეცნობიერ დონეზე, მაღალი კაცი უკავშირდება სტაბილურობასა და წარმატებას, რაც ითარგმნება როგორც საიმედო და უსაფრთხო პარტნიორი.

ცხადია, ფული არ არის ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობის განცდას. ამის მიუხედავად, ქალი, რომელიც ცდილობს გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებლად განიხილავს კაცის ფინანსურ მდგომარეობას.

 

წყარო: TREND.GE 

მეტის ნახვა