იცი რომელ სექტორში ელოდებიან დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას?

ტვ25

ტვ25

2025 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 30%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის ინდექსის კვლევაშია აღნიშნული.

 

სექტორებს შორის, 2025 წლის III კვარტლის მდგომარეობით, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 38%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება 2025 წლის IV კვარტლის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 33% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის, ხოლო 66% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.

BAG ინდექსის მიხედვით, 2025 წლის IV კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მოლოდინების კუთხით, ყველაზე პოზიტიური შეფასებით ისევ ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა. სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას მომდევნო კვარტალში 43%-ით ელოდებიან.  

მეტის ნახვა