მშობლებმა საქანელებისა და კარუსელების შესახებ ეს უნდა იცოდნენ - როგორ მოქმედებს ქანაობა ბავშვის გონებაზე?

საქანელა

საქანელა მხოლოდ გასართობი მოწყობილობა როდია. მას ბავშვის განვითარების გარკვეულ ეტაპებზე საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

საქანელა ხელს უწყობს მოქნილობას, მითუმეტეს, თუ დედა აქტიურად არ ერევა ბავშვის საქანელაზე მოთავსების და ქანაობის პროცესში. უკვე მოზრდილ ბავშვს მიეცით საშუალება, თავად მოკალათდეს საქანელაზე და გაქანებაც სცადოს, მის მაგივრად ნუ შეასრულებთ მოქმედებებს.

დაე, სავარძელზე ასვლისას, ბავშვმა ისწავლოს ხელებზე აწევა, ხოლო ჩამოსვლისას ზურგი მიაბრუნოს წინ და, ამრიგად, ადვილად დაეშვას საკმაოდ მაღალი საქანელიდანაც კი.

არსებობს ქანაობის სხვადასხვა მეთოდი: ზურგზე მიყრდნობით, ასევე „უკნიდან წინ“ მიმართულებით, ფეხზე დგომით ქანაობა! უფრო მეტიც, როგორც წესი, ბავშვები ჯერ ფეხზე დგომისას სწავლობენ ქანაობას, ამიტომ მათთვის უფრო ადვილია საქანელების მართვის პრინციპის გაგება. ეს არის 2,5-3 წლის ასაკის ბავშვების ძალა. ნუ შეგეშინდებათ, უბრალოდ იყავით ახლოს. დგომისას რხევა შესანიშნავად ავითარებს ძალას, მოქნილობას და მოძრაობათა კოორდინაციას, ასწავლის ბავშვს შიშის დაძლევას, რაც მნიშვნელოვანია ხასიათის ჩამოყალიბებისთვის და ცოტა მოგვიანებით, ბავშვი ისწავლის რხევას და ჯდომას. მაგრამ ამისთვის დედას უნდა „დაავიწყდეს ხოლმე“ მისი გაქანავება. რაც ხშირად „დაავიწყდება“, მით უკეთესი. თუ დედა სულ თავად აქანებს საქანელას, ის, რა თქმა უნდა, ნაკლები სარგებლის მომტანი იქნება.

საქანელები და კარუსელები ხელს უწყობს ვესტიბულური აპარატის გაძლიერებას. ეს პატარა ორგანო მდებარეობს შუა ყურში და პასუხისმგებელია წონასწორობის გრძნობაზე, გვეხმარება სივრცეში ორიენტირებაში. ვესტიბულური აპარატი ბავშვობაში ინტენსიურად ვითარდება და საბოლოოდ ყალიბდება 10-15 წლის ასაკში. მისი არასწორი განვითარების ბალია, რომ ბევრ ბავშვს (და ხშირად ზრდასრულს) თვითმფრინავში, მანქანაში, გემზე გული ერევა.

გონების განვითარებისთვის

საქანელაზე რხევა სასარგებლოა არა მხოლოდ ბავშვის ფიზიკური აღზრდისთვის, არამედ მისი ინტელექტის ჩამოყალიბებისთვისაც. ყველა სახის კვლევამ დაამტკიცა, რომ რხევა და ტრიალი ასტიმულირებს ბავშვის ტვინის გარკვეული უბნების განვითარებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კითხვასა და წერაზე. რწევა ააქტიურებს შემოქმედებით აზროვნებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლიზმს. უფრო მეტიც, საქანელები და კარუსელი ერთ-ერთი სავარჯიშოა, რომელიც რეკომენდებულია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის და ყურადღების დეფიციტის მქონე პატარებისთვის. ვესტიბულური აპარატის განვითარება ერთდროულად ასტიმულირებს თავის ტვინის შუბლის წილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თვითკონტროლის ფუნქციაზე. ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ისწავლონ, როგორ გააკონტროლონ თავიანთი ქცევა. გარდა ამისა, რიტმული რხევა ხელს უწყობს დამშვიდებას, მოდუნებას, ნერვული დაძაბულობის მოხსნას.

უსაფრთხოება

ეზოებში დღეს ბევრი საქანელაა. უსაფრთხოების წესებიც არ უნდა დაივიწყოთ. ხანდახან მოზრდილი ბავშვებიც ვერ აფასებენ უსაფრთხო მანძილს. ამიტომ, ნათლად უნდა აუხსნათ მცირეწლოვანს, რომ საქანელას მხოლოდ გვერდიდან მიუახლოვდეს და საკმაოდ დიდ მანძილზე შემოუაროს მას. გააფრთხილეთ, რომ დაჯდეს და ჩამოვიდეს მხოლოდ მაშინ, როცა საქანელა გაჩერებულია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადახტეს იქიდან.

 

წყარო: mshoblebi.ge

მეტის ნახვა