რა ჯდება საქართველოში მანქანის სანომრე ნიშნები და რომელია ყველაზე ძვირადღირებული ნომერი?

სს

სს

თუ გინდათ, რომ თქვენს სანომრე ნიშანზე ოთხივე სიმბოლო და სამივე ციფრი ერთნაირი იყოს (მაგალითად AA-111-AA, BB-222-BB და ა.შ.), სულ 1000 ლარის გადახდა მოგიწევთ. მსგავსი კატეგორიის ნომრების ფასები კი შემდეგნაირია:

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AA-111-AA), – 1000 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (BB-002-BB), – 800 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (CC-300-CC), – 600 ლარი;
 
თუ გსურთ, რომ სახელმწიფო ნომრის 4 ლათინური ასოდან 3 მათგანი, ხოლო 3 ციფრიდან სამივე, ან 2 მათგანი ერთნაირი იყოს, მოგიწევთ 800, 600, ან 400 ლარის გადახდა.

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-444-AA), – 800 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AB-005-AA), – 600 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AA-600-BA), – 400 ლარი;
ანალოგიური ფასები მოქმედებს ოთხ ლათინურ სიმბოლოში არსებულ ორ წყვილზე.

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-777-AB), – 800 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AA-008-BB), – 600 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (BA-900-AB), – 400 ლარი;
როდესაც ლათინური წყვილისგან მხოლოდ ერთი წყვილი სურს მომხმარებელს, აქ ფასები შედარებით მცირდება და შემდეგნაირად ნაწილდება.

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AA-111-BC), – 700 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AC-002-BC), – 500 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AC-300-BB), – 300 ლარი;
ყველაზე იაფი კატეგორია მოიცავს ისეთ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს, სადაც ოთხი ლათინური ასოდან, ოთხივე განსხვავებულია.

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-444-CD), – 250 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AB-005-CD), – 200 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AB-600-CD), – 150 ლარი;

თუ გსურთ, რომ თქვენი სახელმწიფო სანომრე ნიშანი შედგებოდეს ნებისმიერი ასოთა, ან ციფრთა კომბინაციისგან, მაგალითად - S20 - ღირებულება იქნება  10 000 ლარი. 

მეტის ნახვა