რა ჯდება საქართველოში მართვის მოწმობის აღება

მართვის მოწმობა

როგორც მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური არასრულწლოვანისთვის 15, სრულწლოვნებისთვის კი 55 ლარს შეადგენს. ყოველი შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური 40 ლარია.

როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორ ეტაპად ბარდება. 

კანდიდატს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა უფასოდ შეუძლია. 1-კვირიანი ინტერვალის გასვლის შემდეგ, გამოცდაში მონაწილეობის ღირებულება 31 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს, გეგმიური გასვლის საფასური 90 ლარია, არაგეგმიური კი 250 ლარი.

თუ მართვის მოწმობის დაჩქარებული წესით დამზადებას მოისურვებთ, 1 სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური 50 ლარია, 2 სამუშაო დღეში - 40 ლარი.

ხოლო თუკი ავტოსკოლების მიერ შემოთავაზებულ სერვისებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ თეორიის შემსწავლელი კურსის საშუალო ღირებულება 130-150 ლარია. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, 50 ლარი ღირს როგორც მოედნის, ისე ქალაქის გამოცდისთვის მოსამზადებელი 1 გაკვეთილი.

მეტის ნახვა