როგორ მოიშოროთ თმის გაყოფილი ბოლოები სამუდამოდ | 7 მარტივი გზა

თმა

თმის გაყოფილი ბოლოები ქალებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. თმის ფენი და უთო უარყოფითად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე. ამ სტატიით გირჩევთ, რა უნდა გააკეთოთ.

საფეხურები:

შეიჭრათ თმის ბოლოები

იდეალურ შემთხვევაში, ბოლოების მოსაჭრელად თვენახევარ-ორ თვეში ერთხელ უნდა ეწვიოთ სალონს, თუმცა სიგრძის გაწირვა მოგიწევთ.

ქოქოსის ზეთი

ეს ზეთი კარგად ატენიანებს თმას. წაისვით თბილი ზეთი თმაზე 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს თმის ბოლოების მკურნალობას.

კვერცხის ნიღაბი

ათქვიფეთ კვერცხი და წაისვით თმის ბოლოებზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი შამპუნით. ექსპერტები ამბობენ, რომ კვერცხი მდიდარია ცილებით, ამიტომ ისინი ხელს უწყობენ თმის გაძლიერებას.

შესაფერისი სავარცხლები

მასალა, რისგანაც აკეთებენ სავარცხელს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის მოვლაში. ბასრი კბილებით პლასტმასის სავარცხლებმა შეიძლება დააზიანოს თმა და გამოიწვიოს ბოლოების გაყოფა.

ალოე ვერა

წაისვით ალოე ვერას გელი გაყოფილ ბოლოებზე, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი და დამატენიანებელი თვისებები.

მოერიდეთ თმის საშრობებს

თმის საშრობი, სახვევი უთოები ათბობს თმას და უარყოფითად მოქმედებს მის სტრუქტურაზე. თქვენ უნდა გამოიყენოთ თერმული დაცვა, რათა დაიცვათ თმა მაღალი ტემპერატურისგან

დატენიანეთ თმა

რეგულარულად გაიკეთეთ დამატენიანებელი თმის ნიღბები სტრუქტურის აღსადგენად. ეს ნიღაბი არ უნდა წაისვათ თმის დაბანისთანავე. ნიღბის გამოყენებამდე თმა პირსახოცით უნდა გაიმშრალოთ.

 

წყარო: rogor.ge

მეტის ნახვა