ახალი ამბები • 1756410394
24-25 ოქტომბერს ბათუმი „განდაგანას“ უმასპინძლებს
ტურიზმი
1729099647
24-25 ოქტომბერს ბათუმი „განდაგანას“ უმასპინძლებს. სოფლის ტურიზმის ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე გაიმართება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ორი დღის განმავლობაში ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარული კერძები, გაეცნონ ტრადიციებსა და კულტურას. გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა კვების კუთხე, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცე. ბათუმელების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად მოწვეული ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები იზრუნებენ. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან იმართება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა