ახალი ამბები • 1742805531
აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი
ტურიზმი
1642689848

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „FITUR 2022“ ეცნობიან. ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს.
წელს, მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 100-ზე მეტი ქვეყნის 10 000 კომპანია, ტურისტული სააგენტო და ტურისტული ბიზნესის ძირითადი მოთამაშეა წარდგენილი.
გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ მედიის, სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რაც ურთიერთთანამშრომლობასა და აჭარის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს.
მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 19 იანვარს გაიხსნა და 23 იანვარს დასრულდება.

ლევან ვარშალომიძე თავისუფალია
1742404372
მეტის ნახვა