ახალი ამბები • 1701337917
აჭარა "World Travel Awards"-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიისთვის ემზადება
აჭარა „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიისთვის ემზადება. ბათუმში გაირკვევა რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად. ნომინაციებზე წელს, ბათუმთან ერთად, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარია წარდგენილი.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი, ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს უწევს კონკურენციას. ბათუმის 10 კონკურენტს შორის კი წელს ვილნიუსი, ლუბლიანა, ბრაგა, მატერა და მლჯეტია წარმოდგენილი. რაც შეეხება ბულვარს, ის ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული.
ცნობისთვის, ტურიზმის „ოსკარი“ ბათუმმა პირველად 2019 წელს აიღო. გასულ წელს, კი World Travel Awards “-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“, უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221