ახალი ამბები • 1755754369
აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი დაიწყო

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი დაიწყო. მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციაზე დასაკვირვებლად რეგიონს ორნითოლოგები და ეკოტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ეკოტურიზმისერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეულიფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდესპოტენციალს ფლობს. ბათუმის შემოგარენი,"აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველიაღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორადითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რისგამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერსიზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები - სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილიამათთვის, ვინც მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისადა მიგრაციის შესახებ ერთმანეთს ინფორმაციასუზიარებს. აქ ფრინველებზე დაკვირვებისათვისპლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელიბილიკებიც მარკირებულია. გარდა ამ სოფლებისა,რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება ასევეშესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში (აქმოწყობილია სადამკვირვებლო პლატფორმა), ისპანისჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები) დაჭოროხის დელტაზე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).

1746451221

1745312322