ახალი ამბები • 1756410394
აჭარაში მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება
ტურიზმი
1669111172
აჭარაში მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება. ტურიზმის დეპარტამენტმა მიმტანების მუშაობის ძირითადი პრინციპების, სასტუმროებსა და კვების ობიექტებში გაყიდვების მართვის, ასევე ადმინისტრატორ-რესეფშენისტების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები განაახლა.
ტრენინგების სერია მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული სწავლებით გაიხსნა, რომელზეც სერვისის სტანდარტები, რესტორნის სტრუქტურა, მომსახურების თანმიმდევრობა, კომუნიკაციის ფსიქოლოგია, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ალგორითმი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
პროგრამაში რეგიონში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულნი.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა