ახალი ამბები • 1769693544
აჭარაში, უკრაინელი ვიზიტორების განთავსებისა და სერვისებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება
ტურიზმი
1646731527
უკრაინელი ვიზიტორების განთავსებისა და სერვისებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება. მათი დახმარების მიზნით მობილიზებულია როგორც სახელმწიფო, ისე ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აამოქმედა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს და საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ვიზიტორებს საჭირო დახმარების მიღება შეუძლიათ.
აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებს და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. მათთვის ფინანსური რესურსიც გამოიყო.
ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.
მეტის ნახვა






















