ახალი ამბები • 1756410394
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი PATA-ს საერთაშორისო ვორქშოპზე იყო წარდგენილი
ტურიზმი
1667206803
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სკანდინავიის ერთ-ერთ უმსხვილეს მოგზაურთა ასოციაციის "PATA" საერთაშორისო ვორქშოპზე იყო წარდგენილი. უწყების მენეჯმენტმა დანიისა და შვედეთის 200-მდე ტურისტულ კომპანიასთან ბიზნეს შეხვედრები გამართა.
განიხილეს, როგორც ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საჭიროება, ისე დანიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და დანიელი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება. ვორქშოპი ორი დღის განმავლობაში დანიის ორ ქალაქში კოპენჰაგენსა და ორჰუსში მიმდინარეობდა.
მასში 20 ქვეყნის ტურისტული კომპანიის, ავიაკომპანიისა და ტურისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა