ახალი ამბები • 1746614340
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2021 წელი შეაჯამა
ტურიზმი
1640686349
ექსტრემალური ველობილიკი, კანიონინგი უჩხოში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონები ჯვარიმინდორზე - ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმდინარე წელს განახორციელა. წელი გამორჩეული იყო საერთაშორისო მიღწევების კუთხითაც. 2023 წელს რეგიონი ტურიზმის საერთაშორისო დაჯილდოებას “World Travel Awards” უმასპინძლებს.
აჭარის სამმა ეროვნულმა პარკმა კი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღო. ტურიზმის დეპარტამენტი მართავდა კოვიდსასტუმროებსა და კარანტინებსაც. უწყების ანგარიშს ტურისტული სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ. თინათინ ზოიძემ სერვისის გაუმჯობესებისა და აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა