ახალი ამბები • 1756410394
ბათუმი „განდაგანას“ მასპინძლობს
ტურიზმი
1732286105
ბათუმი „განდაგანას“ მასპინძლობს. სოფლის ტურიზმის ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე იმართება. სტუმრებს საშუალება აქვთ ორი დღის განმავლობაში, ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარული კერძები, გაეცნონ ტრადიციებსა და კულტურას. გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე კეთდება. მოწყობილია კვების კუთხე, ტარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. დეკორაციებითაა გაფორმებული აჭარული რეწვის სივრცე. ბათუმელების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად მოწვეული ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები ზრუნავენ. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან იმართება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა