ბათუმი World Travel Awards-ის მოლოდინში | ინტერვიუ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან

დღეს ბათუმში მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიება, World Travel Awards-ი გაიმართება. აღნიშნული ჯილდო ბათუმმა პირველად 2019 წელს მიიღო. 2022 წელს კი, World Travel Awards-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ, ბათუმმა „ტურიზმის ოსკარი“ მოიპოვა, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ.

World Travel Awards-ის ნომინაციებში წელს, ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იქნება წარდგენილი. საქართველო World Travel Awards-ს პირველად მასპინძლობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ბათუმს 24 ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის სამთავრობო უწყებების 300-მდე წარმომადგენელი ესტუმრება, მათ შორის პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან და ნიდერლანდებიდან.

საკითხზე საუბარს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან მიხეილ კოპლატაძესთან ერთად გავაგრძელებთ.

მეტის ნახვა