ახალი ამბები • 1701337917
ბათუმის ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
„World Travel Awards“-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიამდე, ერთი დღით ადრე, ბათუმმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ქალაქს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები სტუმრობენ.
პანელურ სესიაზე, მხარეებმა, მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიების მიმართულებით ისაუბრეს. ბათუმის, როგორც ევროპის წამყვანი ტურისტული დანიშნულების ქალაქის შესახებ, სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარუდგინა.
თინათინ ზოიძე, ბათუმის საერთაშორისო ტურიზმის ფორუმზე მოწვეულებს რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, სერვისებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221