ახალი ამბები • 1751273063
ბათუმში საზღვაო სეზონი გაიხსნა - ღონისძიებაზე მედია არ მიიწვიეს
ტურიზმი
1718039933
საზღვაო სეზონი ბათუმში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება ზღვისპირა ქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის გარეშე გამართა. მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ხელმძღვანელმა პირებმა მეხანძრე-მაშველებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიების ფარგლებში, სანაპირო ზოლზე გამოფენილი იყო წყალზე სამაშველო აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები. ოფიციალური ცერემონიის დასასრულს, სტუმრებისთვის, განახლებული მცურავი საშუალებების, კერძოდ, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია გაიმართა.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა