ახალი ამბები • 1756410394
ბსუ-ში საშემოდგომო სკოლა გაიხსნა
ტურიზმი
1695628163
„კულტურული და საერთაშორისო ტურიზმი - მშვიდობის სასიცოცხლო ძალა“ - ბსუ-ში საშემოდგომო სკოლა გაიხსნა. მასში 36 ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი მონაწილეობს. პროექტი თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებასა და აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობას გულისხმობს.
ხუთი დღის განმავლობაში, ექსპერტები მონაწილეებს კულტურული და საერთაშორისო ტურიზმის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრებიან.
მიზანი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვისა და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ხელშეწყობა, აკადემიური კავშირების გაღრმავება-წახალისება და ტურიზმის დარგობრივი მიმართულებით ცოდნის გაზიარებაა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა