DNATA მგზავრებს ბათუმის მიმართულებას აქტიურად შესთავაზებს

ტურიზმი

მსოფლიოს უმსხვილესი საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელი კომპანია DNATA მილიონობით მგზავრს ბათუმის ტურისტულ პაკეტს შესთავაზებს.

დუბაიში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და DNATA-ს მენეჯმენტს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გალფის ქვეყნებში ბათუმის პოპულარიზაციისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

არაბული კომპანია DNATA მსოფლიოს 36 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ის 320 ავიაკომპანიის მილიონობით მგზავრს ემსახურება. წელს, კი კომპანია გალფის ქვეყნებში ბათუმს, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებას გაუწევს რეკლამას და აქტიურად შესთავაზებს მომხმარებლებს.

საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის “ATM”-ს ფარგლებში მიმდინარეობს, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს.

აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რაზეც სტენდთან ვიზიტორთა და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანით დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიათა მზარდი რაოდენობა მეტყველებს.

მეტის ნახვა