ახალი ამბები • 1756410394
გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ
ტურიზმი
1639986817

გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცლეებს.
უწყების ცნობით, მიზანი ტურიზმის სექტორში მომუშავე პირების საქმიანობის ხელშეწყობაა.
"სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან - იანვრის ბოლომდე, გიდებს 10 დღიანი უფასო აბონემენტით სარგებლობა შეეძლებათ. აბონემენტის მიღება შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, საჭიროების შესაბამისად", - წერია განცხადებაში.
სერვისით სარგებლობისთვის, აუცილებელია:
- გიდი სრულად იყოს ვაქცინირებული და წარმოადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | მწვანე პასპორტი;
- საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (გიდების ასოციაციის ან ტურისტული კომპანიის მიერ გაცემული)

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა