ახალი ამბები • 1732172899
„კარგი მასპინძელი“ - აჭარაში ახალი პროექტი დაიწყო
„კარგი მასპინძელი“ - აჭარაში ახალი პროექტი დაიწყო. იგი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმარმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციას. მათ წარმომადგენლებს პრეზენტაცია უკვე ჩაუტარდათ. პროექტი ჩვენს რეგიონში პირველად ხორციელდება და მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტატუსის მიღების მსურველებს სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასებენ, მათ შორის საოჯახო სახლების ინტერიერის, ექსტერიერის, კვების, მომსახურების ხარისხისა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის მიხედვით. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.
1731685299
1727447820