ახალი ამბები • 1735650420
ხვალ ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს
ტურიზმი
1721328120
ხვალ, ქობულეთში ზაფხულის ფესტივალი გაიმართება. ფერადი ღონისძიება საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მუსიკალური პროგრამა საღამოს 6 საათზე ადგილობრივი ბენდების კონცერტით გაიხსნება. „მგზავრები“, თიკა ბალანჩინი, “New One”, კახაბერი და ხანუმები ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებენ. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი. დაგეგმილია დრამებისა და ფრანების შოუ, კოსტუმირებული მსვლელობა და თოჯინების თეატრი.
ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა