ახალი ამბები • 1756410394
ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ "We are coming to you" აჭარაზე გადაცემას ამზადებს
ტურიზმი
1665395169
ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ “We are coming to you” აჭარაზე გადაცემას ამზადებს. პოპულარული შოუს ეთერში აქცენტი ბათუმის, როგორც საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტებით მრავალფეროვან ქალაქზე კეთდება.
გადამღები ჯგუფის ობიექტივში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად გონიოს ციხე, ბოტანიკური ბაღი და მთიანი აჭარა მოხვდა. გადაცემა ლატვიის ცენტრალურ არხზე ოქტომბერში გავა და მას ასიათასობით მაყურებელი იხილავს.
ლატვიის სამოგზაურო ტელეშოუ რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა