ახალი ამბები • 1756410394
მედიატური აჭარაში
ტურიზმი
1721671132
აჭარას ტურისტული კომპანიების, ბეჭდური და ელექტრონული მედიის ოცდახუთი წარმომადგენელი, ინფლუენსერი და ფოტოგრაფი ეწვია. მედიატურის ფარგლებში სტუმრებმა, პეტრას ციხე დაათვალიერეს და გაეცნენ იქ მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს. მათ ასევე მოინახულეს მაღალმთიან აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე ხიხანის ციხე. აქტივობის მიზანი რეგიონის ღირშესანიშნაობების და ტურისტული პოტენციალის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და პოპულარიზაცია იყო.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა