ახალი ამბები • 1756410394
მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავის ტურისტული განვითარება იგეგმება - დეპარტამენტი
ტურიზმი
1664553385
მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავის ტურისტული განვითარება იგეგმება. ამ მიზნით, ტერიტორიების კვლევა აქტიურად მიმდინარეობს, რის შემდეგაც ტურისტული განვითარების კონცეფცია მომზადდება და სამოქმედო გეგმა შემუშავდება.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საჭირო პროექტების მომზადება, ტურისტული ბილიკების მონიშვნა, საოჯახო სასტუმრო სახლებისა და სოფლის მეურნეობების განვითარების პროექტებზე რეკომენდაციების მომზადება.
პროგრამის განხორციელებისთვის 170 ათას 700 დოლარია გამოყოფილი. მას გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ჰოლანდიური კომპანია ასრულებს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა