ახალი ამბები • 1751273063
სამუშაო შეხვედრა აჭარაში მოქმედ თურქულენოვან გიდებსა და ტრაპიზონის რეგიონული პალატის სერტიფიცირებულ გიდებს შორის
ტურიზმი
1647623993
აჭარაში მოქმედ თურქულენოვან გიდებსა და ტრაპიზონის რეგიონული პალატის სერტიფიცირებულ გიდებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მიზანი გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობაა. ადგილობრივმა გიდებმა უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი ტურების ჩატარებისა და პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, სტუმრებისთვის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. შეხვედრას თურქეთის ტურისტული კომპანიების გაერთიანება TURSAB-ის აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელიც ესწრებოდა, რომლის დაქვემდებერებაშიც 6 რეგიონის 302 ტურისტული სააგენტოა.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა