ახალი ამბები • 1756410394
ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 60 დღემდე გაახანგრძლივა
ტურიზმი
1721210683

ტურიზმის გასაძლიერებლად და ქვეყანაში დოლარის შემოტანის მიზნით, ტაილანდის მთავრობამ და მინისტრთა კაბინეტმა 93 ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა. მათ შორისაა საქართველოც.
საქართველოს გარდა, ქვეყნები, რომელთა მოქალაქეები უკვე იღებდნენ 30-დღიან ვიზას, ხოლო ამიერიდან 60-დღიან ვიზას მიიღებენ, არის:
- ინდოეთი
- ყაზახეთი
- მალტა
- მექსიკა
- პაპუა-ახალი გვინეა
- რუმინეთი
- უზბეკეთი
- ტაივანი
- ბუტანი
- ბულგარეთი
- კვიპროსი
- ფიჯი
ამასთან, ტაილანდის მთავრობამ 60-დღიანი უვიზო რეჟიმი აამოქმედა რუსეთისა და ჩინეთის მოქალაქეებისთვისაც.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა