ახალი ამბები • 1734684571
"თევზეული ქართულ სამზარეულოში"- გზამკვლევი
ტურიზმი
1720804948
"თევზეული ქართულ სამზარეულოში" - ამ სახელწოდებით აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი მომზადდა. წიგნში, 80-მდე ადგილობრივი, ქართული თევზის რეცეპტია თავმოყრილი. მასში შეხვდებით, შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებულ ცივ კერძებს, წვნიანებს, შემწვარ და ლაზურად მომზადებულ თევზის კერძებს. გარდა რეცეპტებისა გზამკვლევში საუბარია თევზისა და ზღვის პროდუქტების მომზადების წესებზე, თევზის ზოგად კვებით და გასტრონომიულ ღირებულებაზე, მეთევზეობის ისტორიასა და კულტურაზე საქართველოში. გასტრონომიული ტურიზმით დაინტერესებულ პირებს, გიდებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს იგი უფასოდ გადაეცემათ.
ქობულეთში მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთ...
1728455482
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა