ახალი ამბები • 1732172899
უამინდობის გამო ფესტივალი „განდაგანა“ გადაიდო
უამინდობის გამო ფესტივალი „განდაგანა“ გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, 24-25 ოქტომბრის ნაცვლად ის ნოემბერში გაიმართება. კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია. სოფლის ტურიზმის ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე იმართება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ორი დღის განმავლობაში ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარული კერძები, გაეცნონ ტრადიციებსა და კულტურას. გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა კვების კუთხე, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. ბათუმელების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად მოწვეული ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები იზრუნებენ. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან იმართება.
1731685299
1727447820