ახალი ამბები • 1756410394
აჭარაში, "ომიკრონის" 103 შემთხვევა დადასტურდა - ინფიცირებულთა შორის 8 არასრულწლოვანია
კორონავირუსი
1641889824

აჭარაში ინფიცირებულების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 569 შემთხვევა დადასტურდა. შემთხვევების უმრავლესობა ბათუმშია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ, 5 პაციენტი გარდაიცვალა.
რაც შეეხება "ომიკრონს", ჯამში, 103 შემთხვევაა დადასტურებული, ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა შორის 8 არასრულწლოვანია.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა