ახალი ამბები • 1756410394
გუშინ, კოვიდვაქცინით 11 943 ადამიანი აიცრა
კორონავირუსი
1638949290

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 943-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 264 582 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 875 806 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 817 963, გარდაიცვალა 12 519 პაციენტი.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კოვიდი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
საქართველოში ვაქცინაცია პანდემიიდან 1 წლის შემდეგ, 2021 წლის 15 მარტიდან "ასტრაზენეკათი" დაიწყო.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა