ახალი ამბები • 1734684571
საქართველოში ეპიდსიტუაცია ისევ მძიმეა - გუშინ, 53 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ს ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 53 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი.
გასულ დღე-ღამეში, ჩატარდა 55 130 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 33 673, ხოლო PCR ტესტით - 21 457.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 7,67%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,31%, ხოლო ბოლო 7 დღეში 7,96% შეადგინა.
სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 264 582 აცრა, ხოლო 7 დეკემბერს ვაქცინირებულთა მონაცემმა 11 943 შეადგინა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 39 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 371 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა - 1 189 შეადგენს.
შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 875 806 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა - 817 963, ვირუსს ემსხვერპლა 12 519 ადამიანი.
1728455482
1727447820