ახალი ამბები • 1752592983
ონლაინ რეგისტრაცია კოვიდ ინფიცირებულთათვის - ახალი პორტალი
კორონავირუსი
1642155085

კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, კონკრეტულ პორტალზე დარეგისტრირება შეეძლებათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პორტალი შს სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.
"თუ დაგიდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ - https://er.moh.gov.ge
მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა“, - აცხადებენ უწყებაში.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა