9 ოქტომბერს, ქობულეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე გაჟღერებულ ბრალდებებს ადრესატი ეხმაურება

9 ოქტომბერს, ქობულეთში გამართულ  საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მომზადებულ მასალას ბრალდების ადრესატი ეხმაურება. მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია ჩვენს რეპორტაჟში ჩანდა, მხარემ საეთერო დრო დამატებით ითხოვა. დავით მეფარიშვილი, რომელიც ბერაძეების საკუთრებაში არსებული სახლის ახალი მეპატრონეა, ამტკიცებს, რომ ოჯახის ბრალდებები უსაფუძვლოა, რომელთა აქციაზე გაჟღერებით მისი ღირსება და რეპუტაცია შეილახა. მეფარიშვილი დასძენს, რომ აღმაშენებლის 480 ნომერში მდებარე სახლი  რომ იპოთეკით იყო დატვურთული იცოდა, თუმცა საცხოვრისი რომ უკვე პროკრედიტ ბანკის საკუთრებაში იყო გადასული, ბერაძეებმა დაუმალეს. მას, როგორც თავად ამბობს,  3 ათასი დოლარი ბეს სახით გადაახდევინეს, რაც უკან აღარ დაუბრუნეს, საბოლოოდ კი სახლი ბანკისგან შეისყიდა. მეფარიშვილი ამტკიცებს, რომ კეთილი ნებით ოჯახს დამატებით, 25 ათას 600 დოლარი ბინის საყიდლადაც გადაუხადა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ქობულეთში, აღმაშენებლის 480 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ყოფილმა მეპატრონეებმა აქცია გამართეს. ბერაძეები აცხადებდნენ, რომ მათი სახლი, რომელიც „პროკრედიტბანკში“ აღებული ვალის გამო ბანკის საკუთრებაში გადავიდა, უკანონოდ გასხვისდა.

მეტის ნახვა