რა აჩვენა პროევროპულმა მარშმა | შეფასებები

ხელისუფლების დღეები დათვლილია - ასე ეხმაურება ადგილობრივი ოპოზიცია გუშინ, დედაქალაქში გამართულ პროევროპულ მარშს სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროკავშირს". ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ე.წ პლედმენებმა მთავრობის სახე კარგად აჩვენეს. ოპოზციის წევრების თქმითვე, ქართული ოცნება აგონიაშია იმის გამო, რომ თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა რაოდენობამ სრული ერთობა აჩვენა. ცნობისთვის, გუშინ, თბილისში  სახალხო მარში 5 ლოკაციიდან დაიძრა. მსვლელობას პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები,აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეურთდნენ. სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი. აქციაზე, გავრცელებული ინფორმაციით, 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. მათთვის ხელისშეშლა "ქართული ოცნების" პარტაქტივმა სცადა, რომლებიც სასტუმრო "მონოგრაფის" ვერანდაზე მდებარე რესტორნიდან სცენაზე გამომსვლელებსა და მარშის მონაწილეებს ე.წ "ლაზერებს" ანათებდნენ. მათი ადგილმდებარეობის აღმოჩენის შემდეგ კი თავად სახეებს პლედებით იფარავდნენ და კამერებს ამ ფორმით ემალებოდნენ.

მეტის ნახვა