ივანიშვილი რეალობას მოწყვეტილი, შეშინებული და დაბნეულია | ადგილობრივი პოლიტიკოსები

რაც მეტს ისაუბრებს ბიძინა ივანიშვილი, მით მეტად გაუადვილებს არჩევანს მოქალაქეებს - ასე აფასებენ ადგილობრივი პოლიტიკოსები გუშინ, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი რეალობას მოწყვეტილი, შეშინებული და დაბნეულია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოლიგარქმა გუშინდელ ინტერვიუში  საკუთარი კომპლექსების ლუსტრაცია მოახდინა. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა იმედისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში არაერთ საკითხზე ისაუბრა. თქვა, რომ მის გუნდთან ერთად მხოლოდ საქართველოსთვის იღწვის და არა ამერიკისა და რუსეთისთვის. ჩვეული რიტორიკით შეეხო ლგბტ პროპაგანდას, რამდენჯერმე სცადა, რომ ოპოზიისგან მტრის ხატი შეემქმნა. „არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ 27-ში შეიძლება რაღაც გაუგებრობა, ხორავას ქუჩის მსგავსი მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ, უბედურება მივიღოთ და დაბრუნდნენ“ -  მოსახლეობას ეთერიდან  ამ და მსგავსი ფრაზებით აშინებდა.  მან კიდევ ერთხელ შეახსენა ხალხს, რომ არჩევნების მოგება კი არა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა მთავარი. საუბრის ნაწილი დაეთმო აშშ-ს ელჩთან, რობინ დანიგანთან ჩანიშნულ შეხვედრას.ახსენა ფული და სანქციების შედეგად დაყადაღებული ქონება.  საკმაოდ კომიკური იყო ინტერვიუს ის ნაწილი, რომელშიც ქართული ოცნების არჩევაზე იყო საუბარი."ქართული ოცნებაც" ამოუვიდა ალბათ ხალხს ყელში...  ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომეწყინა უკვე"-  თქვა ივანიშვილმა ინტერვიუს მსვლელობისას. 

მეტის ნახვა