ივანიშვილმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ისაუბრა | ადგილობრივი ოპოზიციის შეფასებები

ადგილობრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის მიერ მათი მისამართით გაკეთებულ მუქარისშემცველ განცხადებებსაც გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებებით, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მხრიდან მათი ლანძღვა ისევ მის შიშებზე მეტყველებს. გუშინ, ივანიშვილმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე კიდევ ერთელ ისაუბრა და თქვა, რომ მათი გასამართლებისთვის კარგი საფუძველი აქვთ. ამ კონტექსტში კი  ფაშისტური გერმანია და ნიურნბერგის პროცესი ახსენა. ივანიშვილმა ვრცელ ინტერვიუში ოპოზიციას კვლავ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა  უწოდა და თქვა, რომ მათგან ყველაზე "სახიფათო ლელო და გახარიაა".  „ამ გარეწარს და მის გვერდით რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ“- განაცხადა ივანიშვილმა გიორგი გახარიაზე. 

მეტის ნახვა