ავტომობილს, რომელიც ბათუმში, ქვეითებს დაეჯახა, მთვრალი პოლიციელი მართავდა

პოლიცია

ავტომობილს, რომელიც 13 ივნისს, ბათუმში, 2 ქვეითს დაეჯახა, მთვრალი პოლიციელი მართავდა. მას პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, პოლიციელი ავარიის დღეს, სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა და პირადი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

პროკურატურა ადასტურებს, რომ სამართალდამცავი, ავტომანქანას, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. იგი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ავარიის შედეგად 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა. მეორე, მძიმედ დაშავებული პირი კი, კლინიკაშია მოთავსებული.

მეტის ნახვა