კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

კახაბერი

მომღერალი, მუსიკოსი და პროდიუსერი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ცისკარიძე ვიდეოს ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს

"გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ კახაბერ ცისკარიძე, პირველი დამოუკიდებელი კანდიდატი ბათუმის მერობაზე. 23, 24 და 25 აგვისტოს, 26 მაისის პარკის შესასვლელთან დაგხვდებით მუსიკით, ღიმილით და ერთი უბრალო თხოვნით, მომიწეროთ ხელი ბათუმის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატობაზე, რომ ერთად ავაღორძინოთ ჩვენი ქალაქი"- ამბობს ცისკარიძე ვიდეომიმართვაში.

 

„ბათუმის მერი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. ქალაქის მერი უნდა იყოს კონცეპტუალური, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი.  ბათუმელების  ხმა." - წერს ცისკარიძე სოციალურ ქსელში და 4 მიმართულებას გამოყოფს, რომლებზეც აქტიურად იმუშავებს

 

" 1. კულტურა და ხელოვნება – ბათუმი როგორც კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.
 2. ტურიზმი ოთხივე სეზონზე – ინფრასტრუქტურა, ფესტივალები, საერთაშორისო თანამშრომლობა.
 3. განათლება და ტექნოლოგია – გაცვლითი პროგრამები, ინოვაციური სივრცეები.
 4. სოციალური თანასწორობა – თითოეულ ოჯახს უნდა ჰქონდეს განვითარებისა და კეთილდღეობის შესაძლებლობა.

ინოვაციური ინიციატივები:
 • „რეალური მერია“ – სატელევიზიო/ონლაინ გადაცემა, სადაც მერიის ყველა დეპარტამენტი ანგარიშს ჩააბარებს პირდაპირ მოსახლეობას.
 • ქალაქი წვიმისთვის – ინფრასტრუქტურა, რომ ბათუმის მკვიდრს და ტურისტს ნებისმიერ ამინდში კომფორტულად გადაადგილება შეეძლოს.
 • ქაოსური მშენებლობების შეჩერება – სტანდარტების დაცვა, ქალაქის ხიბლის შენარჩუნება."- წერს ცისკარიძე. 

ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში 2017 და 2021 წელსაც მონაწილეობდა.

მეტის ნახვა