“შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 29 აგვისტოდან მზიანი და მშრალი დღეებია მოსალოდნელი”| მეტეოროლოგი

სიცხე

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 29 აგვისტოდან მზიანი და შესაბამისად მშრალი დღეებია მოსალოდნელი - ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს. 

"საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე საგრძნობლად აცივდა, აღმოსავლეთში კი კვლავ ცხელი დღეები გრძელდება.

ყველაზე ხშირად რა კითხვასაც შეიძლება ვსვამდეთ, არის თუ როდის გამოიდარებს ზღვაზე - 29 აგვისტოდან მზიანი და შესაბამისად მშრალი დღეებია მოსალოდნელი სანაპირო ზოლში.

30 აგვისტოდან კი დასავლეთში ყველგან, ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი  - აღმოსავლეთში კი შენარჩუნდება არსებული სიცხე.

ასე, რომ წინ მშვენიერი დღეებია მოსალოდნელი, როგორც ზღვაზე, ასევე დაბლობსა და ბარში"- წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

მეტის ნახვა